კიზილქილისის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პირველი კლასის წარმატებით დასრულება შთამბეჭდავი ღონისძიებით აღნიშნეს
06-06-2023
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ კიზილქილისის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საანბანო პერიოდი წარმატებით დაასრულეს.

ამასთან დაკავშირებით, სკოლაში ღონისძიება - „დამშვიდობება ანბანთან“ ჩატარდა, რომელსაც კლასის დამრიგებელი - ალინა სარკსიანი ხელმძღვანელობდა. 

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა ნასწავლი გამოავლინეს, ლექსები წაიკითხეს, მუსიკალური ნომრები - სიმღერები და ცეკვები შესანიშნავად შეასრულეს.

მათ შესაძლებლობები შესანიშნავად გამოავლინეს. დრო კი ხალისიანად, ნაყოფიერად და საინტერესოდ გაატარეს.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი ღონისძიებები, აქტივობები მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენასა და განვითარებას ხელს უწყობს.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203