შავსაყდრის საჯარო სკოლის პედაგოგ დიანა ჯაშიაშვილის ნამუშევარი ლიტერატურულ კონკურსში ნომინაციის - „საუკეთესო თხზულება“ გამარჯვებულია 
06-06-2023

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ შავსაყდრის საჯარო სკოლის ისტორიის პედაგოგმა - დიანა ჯაშიაშვილმა ლიტერატურულ კონკურსში წარმატებას მიაღწია.

კონკურსი 13 მაისს, რუსთავში, საქართველოს იაკობ გოგებაშვილის სახელობის პედაგოგიური კავშირის ორგანიზებით გაიმართა.

კონკურსის თემა - „მივიწყებული სახელები“, გახლდათ.

პედაგოგი ნომინაციაში „საუკეთესო თხზულება“, გამარჯვებული გახდა და სიგელით დაჯილდოვდა.

„მადლობა პედაგოგთა კავშირს, მწერალთა კავშირის თავმჯდომარეს, ქალბატონ მაყვალა გონაშვილს! დია,ვამაყობთ შენით!“, - აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203