ახალციხის N7 საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს შთამბეჭდავი ღონისძიება მიეძღვნა
06-06-2023
ახალციხის N7 საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნა.

ამასთან დაკავშირებით, სკოლაში საოცარი ღონისძიება მოეწყო, რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა სასწავლო აქტივობა შესრულდა. მოსწავლეები მათ მიმდინარეობაში დიდი მონდმებით, ინტერესითა და ხალისით ჩაერთნენ, მათ დრო სასიამოვნოდ გაატარეს, შესაძლებლობები გამოავლინეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.

ღონისძიებას ინგა ნასყიდაშვილი  ხელმძღვანელობდა. მას ახალციხის საგანმანათლებლო რესურცენტრის უფროსი ხათუნა ხმალაძე ესწრებოდა.

შეგახსენებთ, რომ 1-ელ ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ეს დღე 1949 წლის ნოემბერს ქალთა საერთაშორისო დემოკრატიულმა ფედერაციამ დააწესა, ხოლო 1950 წლიდან ყოველწლიურად აღინიშნება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. მისი მიზანია მსოფლიოს საზოგადოებრივი აზრის მობილიზება ახალი ომის საშიშროებისაგან ბავშვთა დასაცავად, ზრუნვა მათი ჯანმრთელობისა და დემოკრატიული აღზრდა-განვითარებისათვის.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203