საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიაში ორი მნიშვნელოვანი თარიღი საზეიმო ვითარებაში აღინიშნა
საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის მოსწავლეები, სასწავლო წლის განმავლობში, გამართულ ღონისძიებებში მონდომებით ერთვებიან.
ამჯერად, გიმნაზიაში ორი მნიშვნელოვანი თარიღი - მოციქულთასწორის, ქართველთა განმანათლებლისა და ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე საზეიმო ვითარებაში აღინიშნა.
გაიმართა შესაბამისი აქტივობები, მოეწყო ასფალტზე ხატვის კონკურსი ეგიდით - მშვიდობის გზავნილი მსოფლიოს. მარიამ შაქარაშვილმა, ნინი მარიამიძემ და ანასტასია ბედიაშვილმა მხიარული სიმღერები შეასრულეს. შემდეგ ზეიმმა გიმნაზიის ეზოდან სპორტულ დარბაზში გადაინაცვლა, სადაც ესტაფეტა სპორტულ-გასართობი ღონისძიების -„მხიარული სტარტები“ მონაწილეებმა აიღეს.
როგორც გიმნაზიაში ამბობენ, მართლაც მხიარულად და ამავდროულად, სპორტული დაძაბულობით გაიმართა მეოთხეკლასელთა გუნდების - „მგლებისა“ და „ავაზას“ შერკინება, რომელშიც დირექციის წევრები, პედაგოგები და მოსწავლეთა მშობლებიც იყვნენ ჩართული.
„მხიარულ სტარტებს“ ქორეოგრაფიული ანსამბლის - „არსიანის“ შესრულებული საცეკვაო ნომრები ალამაზებდა.
„დილიდანვე მზიანი და ნათელი დღე იყო გიმნაზიაში. დღევანდელ დღეს შემობრძანდა წმინდა ნინო საქართველოში და „მოიტანა სანატრელი ვაზის ჯვარი!’’ ამავდროულად, აღინიშნება ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე“,- ამბობენ სკოლაში.
იხიელთ ფოტოები: