ქვედა სამების საჯარო სკოლაში საქართველოს მთავარ ეროვნულ დღესასწაულს ღონისძიება მიეძღვნა
06-06-2023

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა სამების საჯარო სკოლაში ისტორიული მოვლენები და თარიღები აქტიურად აღინიშნება.

შესაბამისად, მათი ყურადღების მიღმა არ დარჩენილა ქვეყნის მთავარი ეროვნული დღესასწაული. სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეებმა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის - ნათია ბახტურიძის ხელმძღვანელობით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღნიშნეს.

„მოსწავლეებმა გაიხსენეს ჩვენი ქვეყნის პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაბადების ისტორიული მოვლენები“, - აღნიშნავენ სკოლაში.

მათ ამ დღის მნიშვნელობა და დამოუკიდებელი სახელმწიფოს არსი კიდევ უფრო გაიაზრეს.

მეცხრეკლასელებმა საინტერესო ინფორმაციები მოიძიეს, რომლებიც ერთმანეთს გაუზიარეს და ცოდნა აიმაღლეს.

აქტივობაში ისინი დიდი მონდომებით და ინტერესით მონაწილეობდნენ.

26 მაისს საქართველოში დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება. 1918 წლის 26 მაისს თბილისში ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, რომლის დამოუკიდებლობა ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა ცნეს, არსებობა არასრული სამი წლის თავზე, საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შემდეგ შეწყვიტა. საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა 1991 წლის 9 აპრილს შეძლო.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203