ნაკიფუს თემის N1 საჯარო სკოლიდან 2023 წლის კურსდამთავრებულები დიდი სიყვარულით გააცილეს
06-06-2023

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ნაკიფუს თემის N1 საჯარო სკოლაში მეთორმეტეკლასელებისთვის „ბოლო ზარი“ საზეიმო ვითარებაში დაირეკა.

ბავშვებმა ერთმანეთს თეთრ მაისურებზე საუკეთესო სურვილები დაუწერეს და ცხოვრების ახალ ეტაპზე წარმატება უსურვეს.

მათ სკოლაში გატარებული 12 წელი გაიხსენეს, რამაც მათში სხვადასხვა ემოცია - სიხარული და სევდა აღძრა.

ბავშვებმა ასევე პედაგოგების ღვაწლი აღნიშნეს, რომელთაც მათ განათლებაში უდიდესი წვლილი მიუძღვით.

მასწავლებლებმა და დირექციამ კი ისინი სკოლიდან დიდი სიყვარულით გააცილეს.

მათ ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლა მიულოცეს და წარმატება უსურვეს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203