პატარა სამსარის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა სასწავლო წლის წარმატებით დასრულება ღონისძიებით აღნიშნეს
06-06-2023

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა სამსარის საჯარო სკოლაში პირველკლასელებმა სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს.

აღნიშნულ დღეს, სკოლაში, პირველკლასელთა მონაწილეობით საინტერესო და მრავალფეროვანი ღონისძიება ჩატარდა.

ღონისძიებას ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებელი - გაიანე ოვსეპიანი და მშობლიური ენის მასწავლებელი - მარია ჰარუთუნიანი ხელმძღვანელობდნენ.

მოსწავლეებმა აღნიშნული ზეიმით, ქართულის, როგორც მეორე ენისა და მშობლიური ენის ანბანი „გააცილეს“.

ზეიმზე მათ ცოდნა წარმოაჩინეს - ლექსები წაიკითხეს, იმღერეს, იცეკვეს. მათ შემოქმედებითი შესაძლებლობები შესანიშნავად გამოავლინეს.

ღონისძიება, როგორც სკოლაში გვიყვებიან, საინტერესო, სახალისო და დასამახსოვრებელი იყო.

მსგავსი ღონისძიებები მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენისა და განვითარებას ხელს უწყობს.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:



 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203