„ბუნებრივი რესურსები“- სულდის საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეებმა, ბუნების გაკეთილზე, თემატური ნამუშევარი შექმნეს
06-06-2023
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ სულდის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი მრავალფეროვანი აქტივობებითაა გაჯერებული, რაც მოსწავლეთა მოტივაციასა და სწავლის სურვილზე დადებითად აისახება. 

პროფესიონალი პედაგოგები მათ განვითარებასა და ღირსეულ მოქალაქეებად ჩამოყალიბებაზე ზრუნავენ. 

ამჯერად, მე-6 კლასის მოსწავლეებმა ბუნების გაკვეთილზე ჯგუფური სამუშაო შეასრულეს თემაზე - „ბუნებრივი რესურსები“. ისინი აქტივობაში უდიდესი მონდომებით, პასუხისმგებლობითა და ინტერესით ჩაერთნენ. საკითხის გარშემო ისაუბრეს, ცოდნა გამოავლინეს და არაჩვეულებრივი თემატური ნამუშევარი მოამზადეს. 

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა ინტერესებზე მორგებული გარემოა შექმნილი. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203