„ჩვენ მეგობრობა გვწყურია“- ჯუმის საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეები საინტერესო პროექტში მონაწილეობდნენ
06-06-2023
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუმის საჯარო სკოლის მოსწავლეები არაერთ საინტერესო აქტივობაში ერთვებიან.
ამჯერად, ჯუმისა და ახალსოფლის საჯარო სკოლების პირველი კლასის მოსწავლეების თანამონაწილეობით პროექტი „ჩვენ მეგობრობა გვწყურია“, განხორციელდა. მისი ორგანიზატორები ნონა ფონია და ანჟელა ჩუბინიძე იყვნენ.
პროექტი სკოლებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას ითვალისწინებდა. მის ფარგლებში, ჯუმის საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეები ახალსოფლის საჯარო სკოლას სტუმრობდნენ, სადაც მასპინძელი სკოლის თანატოლებთან ერთად, საინტერესო აქტივობები განახორციელეს.
პატარებმა ნამუშევრების ერთობლივი გამოფენა მოაწყვეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს, ერთმანეთთან მეტად დაახლოვდნენ და სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს.
აქტივობები წარმატებით წარიმართა, რაზეც მოსწავლეთა დაინტერესებაც მეტყველებდა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს