თხილნარის N2 საჯარო სკოლაში, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიზნით, სპორტულ-გასართობი შეჯიბრი ჩატარდა
06-06-2023
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ თხილნარის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა სპორტითა და ჯანსაღი ცხოვრების წესით დაინტერესებსას დიდი ყურადღება ექცევა. 

ამჯერად, ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციის მიზნით, სკოლის საბაზო საფეხურის მოსწავლეებს შორის სპორტულ-გასართობი შეჯიბრი - „მხიარული სტარტები“, ჩატარდა.

მოსწავლეები ამ ღონისძიებისთვის რამდენიმე კვირის განმავლობაში, სპორტის გაკვთილებზე, ემზადებოდენენ. ისინი ამ დღეს მოუთმენლად ელოდნენ. თითოეულმა მათგანმა შესაძლებლობები წარმოაჩინა, აქტივობებში მონდომებით ჩაერთო, ღირსეულად იასპარეზა და დრო ხალისიანად გაატარა. 

შეჯიბრის ყველა მონაწილე, წარმატებული მონაწილეობისთვის, სიგელით დაჯილდოვდა. „მხიარულ სტარტებს“ მასწავლებელი - თამარ გორგაძე და კლასის დამრიგებლები ხელმძღვანელობდნენ.

„აქტივობამ ძალიან ხალისიანად ჩაიარა. პატარების მონდომება და ემოციები გადამდები იყო დამსწრე პირებისთვის და ჟიურის წევრებისთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203