„მე ვირჩევ ჯანსაღ ცხოვრებას“- ჩაისუბნის N2 სკოლის ხელოვნების კლუბის წევრებმა საინტერესო პოსტერები შექმნეს
06-06-2023

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლაში სასწავლო წლის განმავლობაში არაერთი აქტივობა იმართება. 

ამჯერად, სასკოლო პროექტის - „ჯანსაღ სხეულში ჯანსაღი სულია“, ფარგლებში, ხელოვნების კლუბის - „ფანტაზია საზღვრების გარეშე“ წევრებმა პოსტერები - „მე ვირჩევ ჯანსაღ ცხოვრებას“, შექმნეს. 

მოსწავლეები თავდაპირველად პროექტის იდეას გაეცნენ, მოიპოვეს ინფორმაცია და დაახარისხეს. ისაუბრეს ჯანსაღი ცხოვრების მნიშვნელობაზე, პრიორიტეტულად დაალაგეს ჯანსაღი ცხოვრების წესის რუტინა. გარდა ამისა, შექმნეს საინტერესო თემატური პოსტერები და პლაკატები.

მოსწავლეებმა შესაძლებლობები გამოავლინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და ცოდნა გაიღრმავეს. 

კლუბის კურატორი სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელი ვენერა აბუსერიძეა. ის კლუბის თითოეულ წევრს, აქტიური ჩართულობისათვის, მადლობას უხდის. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203