გარემოს დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, იანეულის საჯარო სკოლის ეზო მოსწავლეებმა დაასუფთავეს
06-06-2023
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეულის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა გარემოს დაცვის საერთშორისო დღე აღნიშნეს.
ამ დღესთან დაკავშირებით, მოსწავლეებმა სკოლის ეზო დაასუფთავეს.
„ამით ხაზი გაუსვეს ადამიანის კავშირს ბუნებასთან და რომ ყოველა ადამიანს შეუძლია შეიტანოს თავისი წვლილი გარემოს დაცვაში“, - აღნიშნავენ სკოლაში.
აქტივობაში ისინი დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით მონაწილეობდნენ.
მოსწავლეებმა ასევე უკეთ გაიაზრეს ამ დღის მნიშვნელობას და ცოდნა აიმაღლეს.
გარემოს დაცვის მსოფლიო დღე, რომელიც ყველაზე ცნობილი ღონისძიებაა გარემოსდაცვით ღონისძიებებს შორის, ყოველწლიურად 5 ივნისს აღინიშნება, სათავეს კი 1974 წლიდან იღებს. გარემოს დაცვის მსოფლიო დღე,100-ზე მეტ ქვეყანაში აღინიშნება, ის ხელს უწყობს მსოფლიოში ცნობიერების ამაღლებას და გარემოს დაცვის მიმართულებით მოქმედებას.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს