ნინოწმინდის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეებმა გარემოს დაცვის მსოფლიო დღე საინტერესო აქტივობებით აღნიშნეს
06-06-2023
ნინოწმინდის N1 საჯარო სკოლაში გარემოს დაცვის მსოფლიო დღე საინტერესოდ აღინიშნა.
სკოლაში მე-6 ბ კლასში ამ დღესთან დაკავშირებით საინტერესო აქტივობები ჩატარდა.
აღნიშნულ დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე მოსწავლეებმა გარემოს დაცვის შესახებ ისაუბრეს, მის მნიშვნელობას, გაეცნენ და ცოდნა ერთმანეთს გაუზიარეს.
მათ ასევე მუსიკალური ნომრები - ცეკვები შესანიშნავად შეასრულეს და შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს.
აქტივობაში მეექვსეკლასელები დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით მონაწილეობდნენ.
როგორც სკოლაში ამბობენ, გარემოს დაცვის დღის აღნიშვნა მიზნად ისახავს ბუნებისადმი პასუხისმგებლიანი დამოკიდებულების ჩამოყალიბების, მდგრადი განვითარების ხელშეწყობას.
გარემოს დაცვის მსოფლიო დღე, რომელიც ყველაზე ცნობილი ღონისძიებაა გარემოსდაცვით ღონისძიებებს შორის, ყოველწლიურად 5 ივნისს აღინიშნება, სათავეს კი 1974 წლიდან იღებს. ეს დღე 100-ზე მეტ ქვეყანაში აღინიშნება.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს