ზერტის საჯარო სკოლის ეკოკლუბის წევრებმა, ბიომრავალფეროვნების კვირეულის ფარგლებში, საინტერესო გასვლითი აქტივობა მოაწყვეს
06-06-2023

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზერტის საჯარო სკოლის  ეკოკლუბის წევრებმა ბიომრავალფეროვნების კვირეულის ფარგლებში „სუკულენტების სამყარო“ მოინახულეს.

ეკოკლუბის - „მწვანე მომავალი“ წევრებსა და კლუბის ხელმძღვანელ ნინო მუმლაძეს „სუკულენტების სამყაროში“, ნუკრი ფეიქრიშვილმა უმასპინძლა.

მასპინძელმა და ეკოკლუბის წევრებმა ისაუბრეს სუკულენტების ნაირსახეობებზე, მის მრავალფეროვნებაზე და სამყაროში მათ როლზე. 

მოსწავლეები ახლოს გაეცნენ მასპინძლის საქმიანობას და ახალი, მათთვის უცნობი ინფორმაცია მიიღეს.

გასვლითი აქტივობა ძალიან საინტერესო, პროდუქტიული და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა მოსწავლეებისთვის. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203