„ანბანის გაცილება“ - ივერიის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა სასწავლო წლის წარმატებით დასრულება საზეიმოდ აღნიშნეს
06-06-2023

ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ივერიის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა სასწავლო წლის ბოლოს მრავალფეროვანი ღონისძიება გამართეს.

მოსწავლეებმა სასკოლო საზოგადოებას, ღონისძიება - „ანბანის გაცილება“, წარუდგინეს და დამსწრეთა დიდი მოწონება და ოვაცია დაიმსახურეს.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებმა სცენაზე იაკობ გოგებაშვილის მოთხრობის პერსონაჟები გააცოცხლეს, დედაენაზე წაიკითხეს ლექსები წაიკითხეს, ასევე ცეკვები და სიმღერები წარადგინეს.

ამაღლებული განწყობითა და ემოციებით აღსავსე პირველკლასელები, სკოლაში მომავალ სასწავლო წლამდე დაემშვიდობნენ.

კლასის დამრიგებელი მაია ველიჯანაშვილი მოსწავლეებს, წარმატებასა და ბედნიერ არდადეგებს უსურვებს.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203