აბულის საჯარო სკოლის პირველკლასელთა მრავალფეროვანი ღონისძიება
06-06-2023

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ აბულის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა სასწავლო წლის წარმატებით დასრულება მრავალფეროვანი ღონისძიებით აღნიშნეს.

ღონისძიებას კლასის დამრიგებელი კარინე ერიციანი ხელმძღვანელობდა.

მოსწავლეებმა, სასკოლო საზოგადოებას, შთამბეჭდავი ღონისძიება - „ანბანის გაცილება“, წარუდგინეს, იმღერეს, იცეკვეს და სხვადასხვა საინტერესო ნომერი შეასრულეს.

მოსწავლეებმა, მრავალფეროვანი ღონისძიებით დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება და ოვაცია დაიმსახურეს.

ბავშვებმა ნასწავლი მასალა გაიხსენეს და მასწავლებლებს მადლობა გადაუხადეს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203