„წარსულში დაბრუნება და ზღაპრული ბავშვობა“ - წინუბნის საჯარო სკოლის მეთორმეტეკლასელთა ბოლო გაკვეთილი
06-06-2023

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ წინუბნის საჯარო სკოლა მეთორმეტეკლასელებმა წარმატებით დასრულეს. მათთვის „ბოლო ზარი“ საზეიმოდ დაირეკა.

ახალგაზრდებისთვის სკოლაში ბოლო, ემოციებით დატვირთული გაკვეთილი ჩატარდა, სადაც მოსწავლეებმა პრეზენტაცია წარადგინეს, თემაზე - „წარსულში დაბრუნება და ზღაპრული ბავშვობა“, გახლდათ.

ბავშვებმა, 12 წლის განმავლობაში გატარებული დრო გაიხსენეს, სურათების მეშვეობით გააკეთეს პლაკატი და კლასში სამახსოვროდ დატოვეს.

გაკვეთილის ბოლოს მასწავლებლებმა, კურსდამთავრებულებს სკოლის დასრულება მიულოცეს და ცხოვრების ახალ ეტაპზე წარმატება უსურვეს.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203