წერეთელის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა „ხევისბერი გოჩა“ საინტერესო აქტივობებით შეისწავლეს
06-06-2023
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წერეთელის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. მოსწავლეები სხვადასხვა ნაწარმოებს, პედაგოგთა ხელმძღვანელობით, მონდომებით, საინტერესო აქტივობებით სწავლობენ და ცოდნას ერთმანეთს უზიარებენ.

ამჯერად, XI კლასის მოსწავლეებმა ალექსანდრე ყაზბეგის „ხევისბერი გოჩა“ შეისწავლეს.

მათ ღია ცის ქვეშ, აღნიშნულ მოთხრობაზე იმსჯელეს და აზრი ერთმანეთს გაუზიარეს.

მოსწალვეებმა განიხილეს შემდეგი საკითხები: ბრძოლა პიროვნული თავისუფლებისთვის, ტრადიციები და მოვალეობები.

საგაკვეთილო პროცესში ისინი დიდი მონდომებით, ინტერესით მონაწილეობდნენ.

ბავშვებმა დრო ნაყოფიერად და საინტერესოდ გაატარეს.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი გაკვეთილები მოსწავლეთა საგაკვეთილო პროცესში ჩართულობას ზრდის და ცოდნას უღრმავებს.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203