„ბრაზილია“ - ზინობიანის საჯარო სკოლის VIII კლასის მოსწავლეთა საინტერესო შემაჯამებელი კომპლექსური დავალება
06-06-2023

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ზინობიანის საჯარო სკოლაში პედაგოგები მოსწავლეებს საინტერესო, მრავალფეროვანი აქტივობებით გაჯერებულ გაკვეთილებს და კომპლექსურ დავალებებს სთავაზობენ.

ამჯერად, სკოლაში VIII კლასის მოსწავლეებმა, მასწავლებელ - შორენა შიშმანაშვილის ხელმძღვანელობით, შემაჯამებელი კომპლექსური დავალება თემაზე - „ბრაზილია“ წარადგინეს.

დავალების ფარგლებში, ბავშვებმა, როგორც სკოლაში გვიყვებიან, ფერადოვანი რესურსები შექმნეს.

„მათ მოგვაწოდეს ზღვა ინფორმაცია ბრაზილიის გეოგრაფიის, კულტურის, ტრადიციებისა და ხალხის შესახებ“, - გვიყვებიან სკოლაში.

მერვეკლასელებმა დავალებაზე დიდი მონდომებით, ხალისითა და ინტერესით იმუშავეს.

ღონისძიება, როგორც სკოლაში გვიყვებიან, საკმაოდ ინფორმაციული და ნაყოფიერი იყო.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი გაკვეთილები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებასა და მათ საგაკვეთილო პროცესში ჩართულობას ზრდის.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203