ქვეშის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით, ნაძვის ნერგები დარგეს
06-06-2023
ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვეშის საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე გარემოსდაცვითი აქტივობით აღინიშნა.
მე - 9 კლასის მოსწავლეებმა, ამ დღესთან დაკავშირებით, მარადმწვანე ნაძვის ნერგები დარგეს, ზოგმა მათგანმა კი სკოლის ეზოს ასფალტი ფერადი ნახატებით მოხატა.
მოსწავლეებმა, ამ დღის მნიშვნელობა გაიაზრეს, მისი დაარსების ისტორიაზე ისაუბრეს და 1-ელი ივნისი დიდი სიყვარულით მიულოცეს.
შეგახსენებთ, რომ 1-ელი ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა. ეს დღე 1949 წლის ნოემბერს ქალთა საერთაშორისო დემოკრატიულმა ფედერაციამ დააწესა, ხოლო 1950 წლიდან ყოველწლიურად აღინიშნება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. მისი მიზანია მსოფლიოს საზოგადოებრივი აზრის მობილიზება ახალი ომის საშიშროებისაგან ბავშვთა დასაცავად, ზრუნვა მათი ჯანმრთელობისა და დემოკრატიული აღზრდა-განვითარებისათვის.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს