ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შემოქმედებითი აქტივობები ქვეშის საჯარო სკოლაში 
06-06-2023

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვეშის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მრავალფეროვანი ღონისძიებებით აღნიშნეს.

მე-2 კლასელებმა დამრიგებლის (ნ.მამულაშვილის) ხელმძღვანელობით, საკლასო გარემო ყვავილებითა და ფერადი ბუშტებით გაილამაზეს.

ბავშვებმა ასევე, სკოლის ეზოს ტერიტორიაზე, ასფალტი და კედელი ფერადი ნახატებით მოხატეს. 

აღსანიშნავია, რომ ყველა ბავშვი აქტიურად იყო ჩართული ამ დღის გალამაზებაში და თავს ბედნიერად გრძნობდნენ.

სასკოლო გარემო დაამშვენა ბავშვების მიერ დამზადებულმა პოსტერმაც, რომელზეც, უფროსი მეგობრების დახმარებით უმცროსკლასელებმა ბავშვთა დაცვის დღის დროშა გამოსახეს.

იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა: 



 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203