
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ორლოვკის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბის მოსწავლეებმა, ბუნების დაცვის დღესთან დაკავშირებით, სკოლის ეზოში ხეები და ყვავილები დარგეს.
აქტივობას სამოქალაქო განათლების მასწავლებლის ვ.სეირანიანის ხელმძღვანელობით მოეწყო.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, აქტივობა მიზნად ისახავს, ბუნების მიმართ ადამიანთა პასუხისმგებლობის გაცნობიერებას, გარემოს მდგრადი განვითარებისათვის ხელშეწყობას, მის შენარჩუნებისა და გაუმჯობესებისათვის ბრძოლაში საზოგადოების აქტიურ ჩართვას.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეები პროცესში დიდი ინტერესითა და ხალისით ჩაერთნენ.
იხილეთ ფოტოები: