„ალექსანდრე მაკედონელი“- წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეებმა საინტერესო კომპლექსურ დავალებაზე იმუშავეს 
06-06-2023
ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლა გამორჩეული საგანმანათლებლო დაწესებულებაა, სადაც მოსწავლეთა განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ. 

ამჯერად, მე-7 კლასში, მასწავლებელი თეა ბობოხიძის ხელმძღვანელობით, კომპლექსური დავალების - „ალექსანდრე მაკედონელი“ პრეზენტაცია გაიმართა.

მოსწავლეებს თავი ჟურნალ „ისტორიანის“ კორესპოდენტად უნა წარმოედგინათ და ალექსანდრე მაკედონელის ლაშქრობებსა და ელინისტური სახელმწიფოების ჩამოყალიბებაზე სტატია დაეწერათ.

როგორც სკოლაში ამბობენ, მოსწავლეებმა ჟურნალისტის პროფესია თავი კარგად გაართვეს, მოიძიეს საინტერესო, მრავალფეროვანი ინფორმაცია და ელინისტური ეპოქის სურათი პრეზენტაციების სახით  წარმოადგინეს.

გარდა ამისა, მოსწავლეებმა აღწერეს, თუ როგორ შეიცვალა მსოფლიო ალექსანდრე მაკედონელის ლაშქრობების შედეგად და როგორ აისახა ეს იმ ეპოქის ადამიანების მდგომარეობაზე. ყურადღება გაამახვილეს, რა სოციალურ-კულტურული თავისებურებები იყო მაკედონელის იმპერიაში და რა სახელით აღინიშნებოდა იმ დროს გეოგრაფიული არეალები.

მოსწავლეებმა ცოდნა და შესაძლებლობები წარმოაჩინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და დავალებას თავი შესანიშნავად გაართვეს. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203