საბუეს საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეებმა XIX-XX საუკუნეების ხელოვნების მიმდინარეობების გათვალისწინებით, საინტერესო ნამუშევრები შექმნეს
06-06-2023
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ საბუეს საჯარო სკოლაში მასწავლებლები მოსწავლეთა შემოქმედებით განვითარებაზე ზრუნავენ. 

ამ მიზნით კი, სხვადასხვა აქტივობასა და ღონისძიებას მართავენ. ამჯერად, IX კლასის მოსწავლეებმა შექმნეს ნამუშევრები/ნამუშევრების ასლები XIX-XX საუკუნეების ხელოვნების მიმდინარეობების - იმპრესიონიზმის, აბსტრაქციონიზმის, ამერიკული რეალიზმის, ექსპრესიონიზმის, მიხედვით.

აქტივობის ორგანიზატორი მაია ახალკაციშვილი იყო. მოსწავლეებმა ნამუშევრები მისი ხელმძღვანელობით შექმნეს. აღსანიშნვია, რომ მათ შემოქმედებითი შესაძლებლობები, ნიჭი გამოავლინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და ცოდნა გაიღრმავეს. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203