ბარალეთის N2 საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი სპორტული შეჯიბრი ჩატარდა
06-06-2023

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარალეთის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეების სპორტით დაინტერესებასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას დიდი ყურადღება ეთმობა.

ამჯერად, სკოლაში 1-ელი ივნისისადმი მიძღვნილი სპორტული შეჯიბრი გაიმართა, რომელშიც სკოლის ყველა მოსწავლე დიდი მონდომებითა და ინტერესით ჩაერთო.

შეჯიბრის ფარგლებში, მოსწავლეებმა სხვადასხვა საინტერესო და სახალისო აქტივობა შეასრულეს.

მათ შესაძლებლობები შესანიშნაავდ წარმოაჩინეს. დრო კი ხალისიანად და ნაყოფიერად გაატარაეს.

შეჯიბრის დასასრულს, სკოლის დირექტორმა - მაკარ ისაკიძემ, გამარჯვებულ გუნდს თასი და მედლები გადასცა.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ხელს უწყობს, რაზეც სასკოლო საზოგადოება ზრუნავს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203