მაღლაკის N1 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრები მასშტაბურ საგანმანათლებლო ღონისძიებას დაესწრნენ
06-06-2023
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მაღლაკის N1 საჯარო სკოლაში სამოქალაქო განათლების კლუბი აქტიურად ფუნქციონირებს.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, კლუბის წევრები, სამოქალაქო განათლების პროგრამის PH international-ის წლის შემაჯამებელ ღონისძიებაზე, ულამაზეს გარემოში იმყოფებოდნენ.
მათ, როგორც სკოლაში გვიყვებიან, წლის მანძილზე უამრავი აქტივობა განახორციელეს და დაფინანსება მოიპოვეს.
კლუბის ლიდერი იოანა ჟორჟოლიანი, სამოქალაქო განათლების მასწავლებელი კი თინა დოლაბერიძე გახლავთ.
„მადლობა სამეცნიერო - ინტელექტუალურ კლუბ „თაობათა დიალოგს“ თანამშრომლობისათვის“, - აღნიშნავენ სკოლაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს