ბარალეთის N1 საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე სპორტული ღონისძიებით აღინიშნა
06-06-2023
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარალეთის N1 საჯარო სკოლა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს სპორტული ღონისძიება მიეძღვნა.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ღონისძიება ძალიან მხიარულად და საინტერესოდ წარიმართა. 

ღონისძიებაზე, სხვადასხვა შეჯიბრი იყო წარდგენილი, სადაც ბავშვებმა თავიანთი შესაძლებლობები საუკეთესოდ წარმოადგინეს.

ბავშვებმა ძალიან ბევრი იმხიარულეს, იცეკვეს, ითამაშეს და ეს დღე ერთმანეთს დიდი სიხარულითა და სიყვარულით მიულოცეს.

ღონისძიების დასრულების შემდეგ, მოსწავლეები აქტიური მონაწილეობისთვის სკოლის დირექტორმა სიგელებით და მედლებით დააჯილდოვა. 

იხილეთ ფოტოები: 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203