ქვიტირის საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს ღონისძიება მიეძღვნა
06-06-2023
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიტირის საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიების დასაწყისში მოსწავლეებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს უკრაინის ომში დაღუპულ თანატოლთა ხსოვნას, დაგმეს ომი და ძალადობა და მსოფლიოს ბავშვებს მშვიდობა უსურვეს.
ღონისძიებაზე ასევე წარმოდგენილი იყო ბავშვთა გასართობი აქტივობები, ასევე საცეკვაო ნომრები, რომელშიც აქტიურად ჩაერთვნენ მასწავლებლები.
ღონისძიება კომპიუტერული ტექნოლოგიების უფროსი მასწავლებელის - ანასტასია ჩოგოვაძის ხელმძღვანელობით გაიმართა.
აღსანიშნავია, რომ ბავშვთა დაცვის დღე 1950 წლიდან მრავალ ქვეყანაში აღინიშნება და წარმოადგენს იმის შეხსენებას, რომ სახელმწიფო ვალდებულია, უზრუნველყოს თითოეული ბავშვის კეთილდღეობა, რაც გულისხმობს მათი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, ხელმისაწვდომი განათლებისა და ცხოვრების სათანადო პირობებით სარგებლობის უფლებათა განხორციელებას.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს