ქვიტირის საჯარო სკოლაში, თამბაქოს წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საგანმანათლებლო ღონისძიება გაიმართა
06-06-2023
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიტირის საჯარო სკოლაში სხვადასხვა საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. მათ შორის ერთ-ერთი პრიორიტეტია მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა. 

31 მაისს, ქვიტირის საჯარო სკოლის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კათედრის (კათედრის ხელ-ლი ციალა ჩხეიძე, წევრები -თამარ კენჭოსვილი და ქეთევან ცერცვაძე) ორგანიზებით, თამბაქოს წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღე აღინიშნა.

ეკოკლუბის წევრებმა (დ. ზვიადაძე, ს. საჯაია, ვ. ზვიადაძე, ნ. მურღულია, ა. ნიქაბაძე) საინტერესო პრეზენტაციები წარმოადგინეს თამაქოს მავნებლობის, მისი ქიმიური შემადგენლობის, მწეველთა შორის გავრცელებული დაავადების შესახებ.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ბევრ კითხვას გაეცა პასუხი, რატომაა მავნე პასიური მწეველობა, ელექტრო სიგარეტის გამოყენება და სხვა. ახალგაზრდებმა კიდევ ერთხელ შეახსენეს ერთმანეთს დაიცვან ცხოვრების ჯანსაღი წესი. „არა სიგარეტს“- ასეთია ახალგაზრდების გზავნილი.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203