ლიის თემის N2 სკოლის მოსწავლეები მახარიის თამარ მეფის სახელობის დედათა მონასტერს ესტუმრნენ
06-06-2023
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ლიის თემის N2 საჯარო სკოლაში პედაგოგები მოსწავლეებს მრავალმხრივი განვითარებისა და მოტივაციის ამაღლების მიზნით, საინტერესო აქტივობებს, გასვლით გაკვეთილებს, ექსკურსიებს სთავაზობენ.
ამჯერად, სკოლის I-IV კლასების მოსწავლეები, დამრიგებლებმა: ლანა კაკაჩიამ, თამილა ჭაჭუამ და თამუნა სამუშიამ მახარიის თამარ მეფის სახელობის დედათა მონასტერში წაიყვანეს.
მოსწავლეებმა აღნიშნული ადგილი დაათვალიერეს, საინტერესო ინფორმაციებს გაეცნენ და ცოდნა აიმაღლეს.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, ეზოში, მენელსაცხებლე დედათა სახელობის ტაძარიცაა.
„ჯვართამაღლების დღესასწაულზე ამ ტაძარში წირვა აღავლინა დეკანოზმა გალაკტიონ ფიფიამ. დედა მარიამმა დაუვიწყარი დღე აჩუქა ბავშვებს, სხვადასხვა ნუგბარით, ხილით გაუმასპინძლდა, სანთლებითა და ბუშტებით დაასაჩუქრა, მამა გალაქტიონმა დალოცა პატარა მომლოცველები და ბედნიერი მომავალი უსურვა“, - აღნიშნავენ სკოლაში.
დღე საინტერესო, დასამახსოვრებელი და ნაყოფიერი იყო.
მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა ცოდნის ამაღლებას უწყობს ხელს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს