ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის ახალგაზრდული ცენტრის ორგანიზებით პროექტი „მოძღვრის საათი“ ხორციელდება - მორიგი შეხვედრა ლიის თემის N1 სკოლაში ჩატარდა
06-06-2023

ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მიტროპოლიტ გერასიმეს ლოცვა-კურთხევით საჯარო სკოლებში ტარდება „მოძღვრის საათი“, რაც გულისხმობს შემეცნებით-საგანმანათლებლო საუბრებს რელიგიაზე, ხელოვნებასა და კულტურაზე. ახლახანს, შეხვედრა გაიმართა  წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ლიის თემის N1 საჯარო სკოლაში.

ღონისძიება მიეძღვნა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია II-ის აღსაყდრებიდან 45 წლის და დაბადებიდან 90 წლისთავს.

პროექტს ორგანიზებას უწევს ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის ახალგაზრდული ცენტრი, ხოლო მხარდამჭერია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წალენჯიხის საგანმანათლებლო რესურსცენტრი.

შეხვედრას დაესწრო ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის ახალგაზრდობის განათლებისა და კულტურის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ფიფია.

შეხვედრას უძღვებოდა ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის სოფელ ლიის წმინდა გიორგის ტაძარის წინამძღვარი დეკანიზი გალაქტიონ ფიფია.

როგორც ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის ახალგაზრდული ცენტრში აცხადებენ, სამოქმედო პროგრამა ემყარება საქართველოს განათლების სისტემის ეროვნულ სასწავლო გეგმას, საქართველოს კანონმდებლობას, ბავშვთა უფლებების კონვენციას და სხვა სამოქალაქო აქტებს.

მუშაობის მიზანია:

ა) ანალიტიკური აზროვნების, შემოქმედებითი უნარების, ქრისტიანული, ეროვნული და საკაცობრიო იდეალების განვითარება;

ბ) ტექნოლოგიური და ინტელექტუალური ინფორმციის კვლევა-ძიების უნარების ჩამოყალიბება;

გ) ცხოვრებისეული გამოწვევების მიმართ სწორი გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღება;

დ) თავისუფალი და დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებული სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბება.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ყოველკვირეული შეხვედრა მუნიციპალიტეტში არსებულ საგანმანათლებლო დაწესებულებებიში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203