„საქართველო ლამაზო“ - ქუთაისის N16 სკოლაში სამი საგნის ინტეგრიებული გაკვეთილი ჩატარდა
06-06-2023

ქუთაისის N16 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მრავალმხრივი განვითარების, ცოდნისა და მოტივაციის ამაღლების მიზნით, საინტერესო და მრავალფეროვანი გაკვეთილები ტარდება.

ამჯერად, სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის, ხელოვნებისა და გეოგრაფიის ინტეგრირებული გაკვეთილი ჩატარდა, რომლის თემა - „საქართველო ლამაზო“ გახლდათ.

„გაკვეთილზე მოსწავლეებმა ფლიბჩარტებზე - „ლეპბუკების“ მეთოდით ისაუბრეს და წარმოადგინეს საქართველოს ისტორიულ - ეთნოგრაფიული მხარეების ბუნება, ხელოვნების ძეგლები და უნიკალური ენობრივი დიალქეტები“

გაკვეთილს პედაგოგები - ირინე მილორავა, მაია ფხაკაძე და ნესტან მანასიანი ხელმძღვანელობდნენ.

„ლეპბუკი (lapbook) ინფორმაციის გადმოცემის და ორგანიზების ძალიან ორიგინალური და ინოვაციური საშუალებაა, ამავე დროს ლამაზიცაა და სასარგებლოც“, - გვეუბნებიან სკოლაში.

მოსწავლეები საგაკვეთილო პროცესში დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით მონაწილეობდნენ.

მათ საჭირო ცოდნა და გამოცდილება მიიღეს. დრო კი ნაყოფიერად გაატარეს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203