მეოთხეკლასელთა მრავალფეროვანი ღონისძიება ქუთაისის N9 საჯარო სკოლაში 
06-06-2023
ქუთაისის N9 საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეებმა მრავალფეროვანი ღონისძიება მოაწყვეს.

სასწავლო წელი დასასრულს უახლოვდება, მოსწავლეები კი პირველ მასწავლებელს მრავალფეროვანი სანახაობით ემშვიდობებიან.

აღსანიშნავია, რომ კლასის შემაჯამებელ ღონისძიებას პედაგოგი მაია ჭელიშვილი ხელმძღვანელობდა.

საზეიმოდ გამოწყობილმა მოსწავლეებმა, მრავალფეროვნად გაფორმებულ სცენაზე, მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრებით გაჯერებული სანახაობა დადგეს და დამსწრეთა დიდი მოწონებაც დაიმსახურეს.

ღონისძიების ბოლოს კი, სკოლის ეზოში, ფერადი ბუშტების ფონზე სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.

დღე ემოციებით დატვირთული, სახალისო და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა. 

იხილეთ ფოტორბი: 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203