„წყალი სიცოცხლის წყაროა!“ - ქუთაისის N9 საჯარო სკოლის IV კლასის მოსწავლეთა სასწავლო პროექტის საინტერესო პრეზენტაცია
06-06-2023
ქუთაისის N9 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამ მიმართულებით კი არაერთი ღონისძიება იმართება.
შესაბამისად, მოსწავლეთა ყურადღების მიღმა არ დარჩენილა წყლის დაცვის საერთაშორისო დღე.
ამ დღესთან დაკავშირებით, IVბ კლასში, პედაგოგ გალინა ნერგაძის ხელმძღვანელობით, სასწავლო პროექტის - „წყალი სიცოცხლის წყაროა!“ პრეზენტაცია ჩატარდა.
მოსწავლეებმა წყლის რესურსების მოფრთხილებისა და დაზოგვის მნიშვნელობაზე ისაუბარეს.