წესის საჯარო სკოლაში სპორტულ-გასართობი ღონისძიება გაიმართა
06-06-2023
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ წესის საჯარო სკოლაში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიზნით, სპორტული შეჯიბრი - „მხიარული სტარტები“ ჩატარდა.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეები რამდენიმე კვირის განმავლობაში სპორტის გაკვთილებზე ემზადებოდენენ აღნიშნული შეჯიბრისთვის და მოუთმენლად ელოდნენ ამ დღეს.
აქტივობამ ძალიან ხალისიანად ჩაიარა. პატარების მონდომება და ემოციები გადამდები იყო დამსწრე საზოგადოებისა და ჟიურის წევრებისთვის.
შეჯიბრი ფრედ დამთავრდა, გაიმარჯვა მეგობრობამ და ყველა მონაწილე წარმატებული მონაწილეობისთვის სიგელით დაჯილდოვდა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს