„ბარათაშვილის სულის მოვანება“ - ქუთაისის N35 საჯარო სკოლაში შემოქმედებითი საღამო გაიმართა
06-06-2023
ქუთაისის N35 საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე საინტერესოდ და განსაკუთრებულად აღინიშნა.
1 ივნისს სკოლაში შემოქმედებითი საღამო გაიმართა.
სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგის - მაგდანა ზარანდიას ხელმძღვანელობით, ღონისძიება - „ბარათაშვილის სულის მოვანება“ ჩატარდა.
მოსწავლეებმა, როგორც სკოლაში გვიყვებიან, გააცოცხლეს XIX საუკუნის I ნახევრის ქართული არისტოკრატიის სახეები: ნიკოლოზ ბარათაშვილი, გრიგოლ ორბელიანი, ალექსანდრე ჭავჭავაძე, დავით დადიანი, მაიკო ორბელიანი, ეკატერინე და ნინო ჭავჭავაძეები.
„მათ ასევე თვალსაჩინოდ წარმოაჩინეს ჭავჭავაძეების ცნობილი სალონი. ღონისძიებაში ჩართული იყო სხვადასხვა სცენა ბარათაშვილის ცხოვრებიდან“, - აღნიშნავენ სკოლაში.
მათ სცენები შესანიშნავად გაითამაშეს და შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, სპექტაკლს თავისი „რეჟისორი“ ჰყავდა.
„მოსწავლეებმა მშვენივრად გაართვეს თავი დაკისრებულ მოვალეობას, რამაც დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა“, - ამბობენ სკოლაში.
აღნიშნულ ღონისძიებაში მოსწავლეები დიდი მონდომებითა და ინტერესით მონაწილეობდნენ.
მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებასა და შემოქმედებითი უნარების წარმოჩენას ხელს უწყობს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს