„ჩემი აფხაზეთი“- ვაზიანის N2 საჯარო სკოლაში ღონისძიება გაიმართა
05-06-2023
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზიანის N2 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად და საინტერესოდ მიმდინარეობს.
იმართება არაერთი ღონისძიება თუ პროექტი. ამჯერად კი, ღონისძიება - „ჩემი აფხაზეთი“ მოეწყო. მის მიმდინარეობაში მე-6ა და მე-8ბ კლასის მოსწავლეები უდიდესი მონდომებით, ინტერესითა და პასუხისმგებლობით ჩაერთნენ. მათ სხვადახვა ნომერი შეასრულეს - იცეკვეს, იმღერეს, ლექსები წაიკითხეს.
გარდა ამისა, ინფორმაცია მოიძიეს, დაახარიხეს და საქართველოს ამ კუთხის შესახებ დეტალურად ისაუბრეს. მოსწავლეებმა სათქმელი დააფიქსირეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს. მათმა ღონისძიებამ ყველას დიდი მოწონება დაიმსახურა. ის მასწავლებელ სალომე გვირჯიშვილის ჩართულობით გაიმართა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს