სულდის საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებმა ანბანის შესწავლა საზეიმო ღონისძიებით აღნიშნეს
05-06-2023
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ სულდის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა განვითარებასა და მოტივირებაზე პირველი კლასიდან აქტიურად ზრუნავენ. ამისთვის პედაგოგები სწავლებისას თანამედროვე მიდომებსა და აქტივობებს იყენებენ.
შესაბამისად, პატარა მოსწავლეებისთვის სასწავლო პროცესი საინტერესო და ამავდროულად, სახალისოცაა. პირველი კლასის მოსწავლეებმა ანბანის შესწავლა დაასრულეს და ის საზეიმო ღონისძიებით „გააცილეს“.
მოსწავლეებმა სასწავლო წლის განმავლობაში ნასწავლი მასალა გაიხსენეს, სხვადასხვა ნომერი წარადგინეს, შესაძლებლობები გამოავლინეს, მასწავლებლებს მადლობა გადაუხადეს და სკოლას სექტემბრამდე დაემშვიდობნენ.
აღსანიშნავია, რომ საზეიმო განწყობას შესაბამისად მორთული გარემო კიდევ უფრო ამაღლებდა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს