მარნეულის N4 სკოლის მე-3 კლასში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს აქტივობები მიეძღვნა
05-06-2023
მარნეულის N4 საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნა.
ამასთან დაკავშირებით, მე-3 კლასში მრავალფეროვანი აქტივობა გაიმართა. მოსწავლეებმა დრო საინტერესოდ და ნაყოფიერად გაატარეს, იმღერეს, სხვადასხვა ნომერი შეასრულეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.
პედაგოგემა იზრუნეს, რომ მათთვის ეს დღე დაუვიწყარ დღესასწაულად ექციათ. მოსწავლეთა საზეიმო განწობას ფერადი ბუშტები კიდევ უფრო ამაღლებდა.
შეგახსენებთ, რომ 1-ელ ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ეს დღე 1949 წლის ნოემბერს ქალთა საერთაშორისო დემოკრატიულმა ფედერაციამ დააწესა, ხოლო 1950 წლიდან ყოველწლიურად აღინიშნება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. მისი მიზანია მსოფლიოს საზოგადოებრივი აზრის მობილიზება ახალი ომის საშიშროებისაგან ბავშვთა დასაცავად, ზრუნვა მათი ჯანმრთელობისა და დემოკრატიული აღზრდა-განვითარებისათვის.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს