ნაბახტევის საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებმა ანბანი ღონისძიებით „გააცილეს“
06-06-2023
ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაბახტევის საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებმა სასწავლო წელი დაასრულეს და ანბანი ღონისძიებით „გააცილეს“.
აქტივობებს დევიზი - „დედაენა ერთია, სალოცავი ღმერთია“, გასდევდა. მოსწავლეებმა სცენარი - „იაკობი და ბავშვები“ წარადგინეს, თემატიკიდან გამომდინარე ლექსები წაიკითხეს, იმღერეს და იცეკვეს. მათ სასწავლო წლის განმავლობაში ნასწავლი მასალა გაიხსენეს, მასწავლებლებს მადლობა გადაუხადეს და სკოლას სექტემბრამდე დაემშვიდობნენ.
ღონისძიება კლასის დამრიგებლის - ლელა მჭედლიძისა და მუსიკის პედაგოგის - მაია რიჟამაძის ჩართულობით გაიმართა.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა განვითარებასა და მოტივირებაზე პირველივე კლასიდან ზრუნავენ. ამისთვის პედაგოგები სწავლებისას თანამედროვე მიდომებსა და აქტივობებს იყენებენ. შესაბამისად, პატარა მოსწავლეებისთვის სასწავლო პროცესი საინტერესო და ამავდროულად, სახალისოცაა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს