ალათუმანის საჯარო სკოლის პედაგოგი და მოსწავლეები კონფერენციაში - „არაფორმალური განათლების როლი ფორმალურ განათლებაში“ მონაწილეობდნენ
05-06-2023

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ალათუმანის საჯარო სკოლის პედაგოგები და მოსწავლეები სხვადასხვა პროექტში აქტიურად მონაწილეობენ. 

ამჯერად, სკოლის ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებელი - დალი ბოლქვაძე და სკოლის ლიტერატურული კლუბის წევრები ეროვნულ კონფერენციაში მონაწილეობდნენ, რომლის თემა - „არაფორმალური განათლების როლი ფორმალურ განათლებაში“ იყო.

მათ განიხილეს თემა - „განათლება წინათ და ახლა ალათუბანში“.

კონფერენცია კოთელიის საჯარო სკოლაში ჩატარდა. 

კონფერენციის ორგანიზატორები ტურცხისა და კოთელიის საჯარო სკოლის ქართული ენის მასწავლებელი - თამუნა დევდარიანი და ტურცხის საჯარო სკოლის დირექტორი - შორენა აკოფაშვილი იყვნენ.

აღნიშნულ კონფერენციაში ასევე ახალქალაქის სკოლების სხვა მასწავლებლები და მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

კონფერენციის მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა და მასწავლებელთა წარმატებას მუდამ მხარს უჭერენ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203