„კიდევ ერთი საინტერესო და შინაარსიანი დღე ჩაიწერა სკოლის ისტორიაში“ - შემეცნებითი ღონისძიება ივერიის საჯარო სკოლაში
05-06-2023

ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ივერიის საჯარო სკოლაში ეროვნული დღესასწაულები განსაკუთრებულად აღინიშნება.

არც საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ყოფილა გამონაკლისი და სკოლაში ამ დღეს შემეცნებითი ღონისძიება მიეძღვნა.

ღონისძიებაზე, მეცხრე კლასის მოსწავლე ანა შანთაძემ, დამსწრე საზოგადოებას 26 მაისის მნიშვნელობაზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

ამ დღისთვის სკოლის ისტორიის, მუსიკის და ცეკვის პედაგოგებმა მოსწავლეებს სხვადასხვა აქტივობები მოამზადებინეს, სცენაზე ლექსებს სიმღერები ცვლიდა, სიმღერებს კი - ცეკვები. 

„კიდევ ერთი საინტერესო და შინაარსიანი დღე ჩაიწერა სკოლის ისტორიაში“, - აღნიშნავენ სკოლაში.

შეგახსენებთ, რომ 26 მაისს საქართველოში დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება. 1918 წლის 26 მაისს თბილისში ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, რომლის დამოუკიდებლობა ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა ცნეს, არსებობა არასრული სამი წლის თავზე, საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შემდეგ შეწყვიტა. საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა 1991 წლის 9 აპრილს შეძლო.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203