ალათუმანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე ზეიმით აღნიშნეს
05-06-2023

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ალათუმანის საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე საინტერესოდ აღინიშნა.

„ამ დღესთან დაკავშირებით სკოლამ თავის აღსაზრდელებს პატარა ზეიმი მოუწო“ , - გვიყვებიან სკოლაში.

მოსწავლეებს დღე ანიმატორებმა და სხვადასხვა ზღაპრის გმირებმა კიდევ უფრო გაულამაზეს.

ბავშვები მათთან ერთად სხვადასხვა აქტივობაში ჩაერთნენ.

იცეკვეს, იმღერეს, შესაძლებლობები წარმოაჩინეს და დრო ხალისიანად გაატარეს.

„გვიხარია, რომ ამ დღეს ბავშვთა ასეთი გახალისება ტრადიციად გადაიქცა ალათუმანის სკოლაში. მშვიდობა მსოფლიოს“, - აღნიშნავენ სკოლაში.

შეგახსენებთ, რომ 1-ელი ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ეს დღე 1949 წლის ნოემბერს ქალთა საერთაშორისო დემოკრატიულმა ფედერაციამ დააწესა, ხოლო 1950 წლიდან ყოველწლიურად აღინიშნება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. მისი მიზანია მსოფლიოს საზოგადოებრივი აზრის მობილიზება ახალი ომის საშიშროებისაგან ბავშვთა დასაცავად, ზრუნვა მათი ჯანმრთელობისა და დემოკრატიული აღზრდა-განვითარებისათვის.

იხილეთ ფოტოები:




 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203