„ანბანის გაცილება“ - პირველკლასელთა შთამბეჭდავი ღონისძიება წინუბნის საჯარო სკოლაში
05-06-2023

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ წინუბნის საჯარო სკოლის პირველკალსელებმა, სასკოლო საზოგადოებას ღონისძიება - „ანბანის გაცილება“, წარუდგინეს.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ღონისძიება ბევრი თემისაგან შედგებოდა.

ბავშვებმა ლექსები მხატვრულად წაიკითხეს, ქორეოგრაფიული და მუსიკალური ნომრები შეასრულეს და სცენა იგავ-არაკის - „წერო და მელა“, დადგეს.

ბავშვებმა ღონისძიებაზე დრო მხიარულად გაატარეს და ბოლოს, სადღესასწაულო ტორტი გაჭრეს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203