ზინობიანის საჯარო სკოლის მოსწავლეები, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით,  ხელოვნების სასახლეს ესტუმრნენ
05-06-2023

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ზინობიანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე განსაკუთრებულად აღნიშნეს.

აღნიშნული დღისადმი მიძღვნილ საინტერესო და სახალისო აქტივობებში მოსწავლეები დიდი მონდომებით მონაწილეობდნენ.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, გაკვეთილების შემდეგ მოსწავლეები მშობლებთან ერთად, საქართველოს ხელოვნების სასახლეს ესტუმრნენ.

„კულტურის ისტორიის მუზეუმში ბავშვებმა ნახეს, თუ როგორ იქმნება ანიმაციური ფილმები და როგორ ცოცხლდებიან ნახატი გმირები ეკრანზე“, - აღნიშნავენ სკოლაში.

​მოსწავლეები დადებითი ემოციებით დაიმუხტნენ.

დღე მათთვის ინფორმაციული და საინტერეო იყო.

შეგახსენებთ, რომ 1-ელი ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ეს დღე 1949 წლის ნოემბერს ქალთა საერთაშორისო დემოკრატიულმა ფედერაციამ დააწესა, ხოლო 1950 წლიდან ყოველწლიურად აღინიშნება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. მისი მიზანია მსოფლიოს საზოგადოებრივი აზრის მობილიზება ახალი ომის საშიშროებისაგან ბავშვთა დასაცავად, ზრუნვა მათი ჯანმრთელობისა და დემოკრატიული აღზრდა-განვითარებისათვის.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203