ანდრიაწმინდის საჯარო სკოლა​ში მოსწავლეთა ნახატების გამოფენა მოეწყო
05-06-2023

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ანდრიაწმინდის საჯარო სკოლა​ში მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენასა და განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. პედაგოგები მოსწავლეებს სხვადასხვა საინტერესო აქტივობებს სთავაზობენ.

ამჯერად, სკოლაში დირექციისა და ხელოვნების, ესთეტიკური საგნების მასწავლებლების ხელმძღვანელობით, „ნორჩი მხატვრების“ შესრულებული ნახატების გამოფენა მოეწყო.​

გამოფენაზე წარმოჩენილი იყო მოსწავლეთა შემოქმედებითი ხედვები, უნარები და შესაძლებლობები.

მოსწავლეთა ნამუშევრებმა სასკოლო საზოგადოების მოწონება დაიმსახურა.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას ხელს უწყობს, რაზეც სასკოლო საზოგადოება ზრუნავს.

იხილეთ ფოტოები:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203