დმანისის N2 საჯარო სკოლაში, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სპორტულ-გასართობი შეჯიბრი ჩატარდა
05-06-2023
დმანისის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე განსაკუთრებულად აღნიშნეს.
მოსწავლეები ამ დღესთან დაკავშირებით, საინტერესო ინფორმაციებს გაეცნენ და ცოდნა აიმალეს.
სკოლაში, აღნიშნულ დღისადმი მიძღვნილი სპორტულ-გასართობი შეჯიბრი - „მხიარული სტარტები“ მოეწყო, რომელშიც მოსწავლეები დიდი ხალისითა და ინტერესით მონაწილეობდნენ.
მათ შესაძლებლობები შესანიშნავად წარმოაჩინეს, დრო კი საინტერესოდ და ნაყოფიერად გაატარეს.
ისინი ამ დღეს დადებითი ემოციებით დაიმუხტნენ.
შეგახსენებთ, რომ 1-ელი ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ეს დღე 1949 წლის ნოემბერს ქალთა საერთაშორისო დემოკრატიულმა ფედერაციამ დააწესა, ხოლო 1950 წლიდან ყოველწლიურად აღინიშნება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. მისი მიზანია მსოფლიოს საზოგადოებრივი აზრის მობილიზება ახალი ომის საშიშროებისაგან ბავშვთა დასაცავად, ზრუნვა მათი ჯანმრთელობისა და დემოკრატიული აღზრდა-განვითარებისათვის.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს