სპასოვკის N1 საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სპორტული შეჯიბრი მოეწყო 
05-06-2023

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სპასოვკის N1 საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს სპორტული შეჯიბრი მოეწყო.

სპასოვკის N1 და გორელოვკის N3 საჯარო სკოლებს შორი მეგობრული შეხვედრა გაიმართა.

მოსწავლეები ერთმანეთს „მხიარულ სტარტებში“, ეჯიბრებოდნენ, თითოეულმა მათგანმა თავი საუკეთესოდ წარმოაჩინა და მაყურებელს ღირსეული თამაში წარუდგინა.

აღსანიშნავია, რომ მეგობრული შეხვედრა ემსახურებოდა ბავშვთა შორის კომუნიკაციასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას!

„გაიმარჯვა რა თქმა უნდა მეგობრობა“, - აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203