ქვენობნის საჯარო სკოლის 2023 წლის კურსდამთავრებულებს პირველმა მასწავლებელმა დაუვიწყარი სიურპრიზი გაუკეთა
05-06-2023

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვენობნის საჯარო სკოლის მეთორმეტეკლასელთათვის „ბოლო ზარი“, საზეიმოდ დაირეკა.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, კურსდამთავრებულები განსაკუთრებით უყვარდათ პედაგოგებს, ისინი პირველი დღიდანვე გამოირჩეოდნენ განსაკუთრებული ნიჭიერებით.

მოსწავლეებმა სკოლაში გატარებული ტკბილი მოგონებები გაიხსენეს და სკოლა ემოციებით დატვირთულებმა დატოვეს.

აღსანიშნავია, რომ კურსდამთავრებულები არ იყვნენ ნამყოფი ვარძიაში, ამიტომ მათ პირველმა მასწავლებელმა თინა შეშელიძემ სიურპრიზი გაუკეთა, ახალგაზრდები სრულიად უსასყიდლოდ წაიყვანა ექსკურსიაზე.

მარშრუტი: ჩოხატაური-ვარძია გახლდათ.

კურსდამთავრებულები და მშობლები ძალიან ბედნიერები, კმაყოფილები და მადლიერები დარჩნენ.

მოსწავლეებმა და მშობლებმა აღნიშნეს, რომ ასეთი სიურპრიზი პირველია, რომელიც პირველმა მასწავლებელმა გააკეთა და ის არასოდეს დაავიწყდებათ.

„წლევანდელი კურსდამთავრებულები სკოლაში შემოსვლის პირველი დღიდანვე გამოირჩეოდნენ განსაკუთრებული ნიჭიერებით, იყვნენ წარმატებული მოსწავლეები და პატარა მსახიობები,სკოლას აჩუქეს არაერთი საუკეთესო ღონისძიება, ბევრი შემოქმედებითი და შემეცნებითი საჯარო გაკვეთილი,შედეგიც აისახა იმაზე, რომ არიან ოქროს და ვერცხლის მადალოსნებიც“, - აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203