ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის ახალგაზრდობის განათლებისა და კულტურის ცენტრმა მსახიობ მარინა დარასელიას უმასპინძლა
05-06-2023
ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის ახალგაზრდობის განათლებისა და კულტურის ცენტრი აქტიურ კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობას ეწევა.

ამჯერად, ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის ახალგაზრდობის განათლებისა და კულტურის ცენტრმა უმასპინძლა ზუგდიდის, შალვა დადიანის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობს - მარინა დარასელიას.

ქალბატონი მარინა გახლავთ 1982- წლიდან პირველი თაობის მსახიობი. მიღებული აქვს მედეა ჩახავას ჯილდო.

მას სპექტაკლში – „შაშვი შაშვი მაყვალი“ ქალის როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის პრიზი გადაეცა. ასევე ის თამაშობს ცნობილ სერიალში „ჩემი ცოლის დაქალები“.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203